იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში "სიენამ" "რეჯიო ემილია" 64:49 დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა.
სანიკიძე ბომბარდირი არ გამხდარა, თუმცა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა ყველაზე მაღალი.
შეხვედრა იყო მთლიანობაში მწირქულიანი და შესაბამისად, მოთამაშეებსაც დაბალი შედეგიანობა ჰქონდათ.
სიენელთაგან ყველაზე მეტი - 11 ქულა დევიდ მოსმა ჩააგდო, ხოლო დანიელ ჰაკეტმა 10 მოიხვეჭა.
სანიკიძემ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა, 6 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 2
სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა, რომლის შემდეგაც სიენელთაგან საუკეთესო შედეგი - 15 - დანიელ ჰაკეტს ჰქონდა. ასე და ამგვარად, ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
12 მოგებისა და 4 წაგების მქონე "სიენა" მე-3 ადგილზე რჩება, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" (11-5) მეოთხეზეა. მომდევნო ტურში, 27 იანვარს, "კანტუ" "რომას" უმასპინძლებს, ხოლო 28-ში "სიენა" სტუმრად "ბრინდიზის" შეხვდება.
gbf.ge