გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" ევროთასზე "ბუდუჩნოსტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროთასის ტოპ-16-ში ორი სასახელო გამარჯვების შემდეგ გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" შინ წაიბორძიკა.

კიეველებმა ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტს" უმასპინძლეს და მეოთხე პერიოდის წინ 65:55-ს იგებდნენ, მაგრამ ექსიუგებმა ბოლო ათ წუთში თამაში სათავისოდ შეატრიალეს და 79:75 გაიმარჯვეს.

საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე უკრაინელები ორი ქულის სხვაობით (74:76) აგებდნენ, თუმცა მალკოლმ დილეინიმ შეტევა ზუსტი ტყორცნით ვერ დაასრულა და ამას მოჰყვა მასპინძელთა მიერ აღებული განზრახ ჯარიმები...

გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 7 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა.

23 იანვარსვე საშინაო მატჩი გამართა ბექა
ბურჯანაძის
"კახასოლმა". სევილიელებმა რუსულ "ლოკომოტივს" უმასპინძლეს და 80:87 დამარცხდნენ.

ბექამ ევროთასის გათამაშებაში ყველაზე მეტი, 8 წუთი ითამაშა, 2 ქულა და 4 მოხსნა გაიფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული