ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო "ბობქეთსთან" შეხვედრა გამოტოვა

AutoSharing Option
23 იანვარს NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა იმარჯვა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებს მოედანზე გასვლა არ მოუწიათ.

ბრუკლინელი თორნიკე შენგელია განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა, ზაზა ფაჩულია კი ტრავმირებულია - "ატლანტა ჰოუქსის" ქართველ ცენტრს მარჯვენა ფეხზე აქილევსის მყესი აწუხებს.

ფაჩულიასთან ერთად, ატლანტელებს ტრავმის გამო ალ ჰორფორდი, დევინ ჰარისი, ლუი უილიამსი და ენტონი მოროუ აკლდათ.

მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა, "ჰოუქმა" გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა, თანაც - გასვლაზე. ფაჩულიას გუნდმა შარლოტში "ბობქეთსს" 104:92 მოუგო.

30 ქულითა და 13 მოხსნით გუნდს ჯოშ სმიტმა ულიდერა, ხოლო ხუთეულში ცენტრის
პოზიციაზე მყოფმა სათადარიგო ივან ჯონსონმა სოლიდური სტატისტიკა გაიფორმა - 12 ქულა, 15 მოხსნა.

რაც შეეხებათ ბრუკლინელებს, შენგელიას გუნდმა ტრავმებით გატანჯული "მინესოტა" სტუმრად 91:83 დაამარცხა.

მასპინძლებმა 9 კაცით ითამაშეს, რადგან დანარჩენი 7 მოთამაშე ტრავმირებული ჰყავს.

გამარჯვებულთაგან დერონ უილიამსი და ბრუკ ლოპესი გამოირჩნენ, რომლებმაც ჯამში 40 ქულა ჩააგდეს.

ამ გამარჯვებით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადავიდა.

26 მოგებისა და 16 წაგების მქონე ბრუკლინელებს მცირედით უსწრებს თანაქალაქელი და მოსისხლე "ნიუ იორკი".

"ატლანტა" კი 24 მოგებითა და 18 წაგებით მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩებს ორივე გუნდი 25 იანვარს გამართავს: "ატლანტა" "ბოსტონს" მიიღებს, "ბრუკლინი" კი მემფისში "გრიზლისს" შეხვდება.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: თორნიკე შენგელიას ოთხ პოზიციაზე შეუძლია თამაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული