შერმადინს ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა. გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 9 ქულა (8-იდან 4 ორქულიანი, 1-იდან 1 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება.
ქართველ ცენტრს შეცდომა არ დაუშვია და ორჯერ დაჯარიმდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი "ოლიმპიაკოსის" რიგებში მეორე იყო - 19. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 20, ვასილის სპანულისს ჰქონდა, რომელმაც 24 ქულას მოუყარა თავი.
პირეოსელთა მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა
ხოლო ნდობის გამართლება რომ ხელეწიფება, შერმადინმა შარშანაც არაერთხელ დაამტკიცა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ წუთებზე უპირატესობა "ოლიმპიაკოსმა" მოიპოვა, წინ 10 ქულის სხვაობით გავიდა და თითქოს "მაქაბის" მასთან შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ბლატის შეგირდებმა არათუ ანგარიში გაათანაბრეს, წინაც გავიდნენ.
თუმცა ბოლო წამებზე სხვაობა სამ ქულას არ ასცილებია და სირენამდე 52 წამით ადრე ჰაინსმა ბერძნების სასარგებლოდ 78:77 დააფიქსირა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ქულა ვერ ჩააგდო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ორი ქულა საბერძნეთში "წავიდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"