შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში ბეშიქთაშელები ევროჩელენჯზე "არმიასთან" ერთად D ჯგუფში თამაშობდნენ და თბილისში ბოლო წამებზე 77:75 გაიმარჯვეს. არადა, ის მატჩი არმიელებს რომ მოეგოთ მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ...
ასეა თუ ისე, თურქული "ბეშიქთაში" მიმდინარე სეზონის წინ იმდენად გაძლიერდა, რომ ევროლიგაზე თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც.
თუმცა, უფრო წარმატებული იტალიური "მონტეპასკია", რომელიც ტოპ-16-ში ჯერაც დაუმარცხებელია. ხუთი ტურის შემდეგ სიენელები ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის განაღდებული აქვთ.
"ბეშიქთაშთან"
მეოთხე ათწუთეული "მონტეპასკიმ" 20:12 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებული ყველა კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა.
ვიქტორ სანიკიძემ 14 ქულა ჩააგდო, რაც სიენელთა ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ვიქტორის სრული მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 14 ქულა (10-დან 7 ორქულიანი), 5 მოხსნა.
ევროლიგაზე მორიგ მატჩს "მონტეპასკი" "ბარსელონასთან" გამართავს. შეხვედრა კატალონიაში 31 იანვარს გაიმართება.
Video
ვიქტორ სანიკიძე ბეშიქთაშთან შეხვედრაში ბომბარდირი გახდა
ვიქტორ სანიკიძე ბეშიქთაშთან შეხვედრაში ბომბარდირი გახდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"