ვნახოთ, როგორ დაეხმარებიან "სპრინგფილდს", - ასეთი შესავალი გაუკეთა ამერიკელმა კომენტატორმა "სპრინგფილდი"-"მეინეს" შეხვედრას.
მატჩის მსვლელობისას კი ტელე-წამყვანმა შენგელიას ერთ-ერთი ჩატენვის შემდეგ თავი ვერ შეიკავა, ხმას აუწია და თქვა:
- ყურადღებით დააკვირდით, მოედანზეა NBA-ის მომავალი ვარსკვლავი. თოკო და ტეილორი "სპრინგფილდს" აქამდე რომ დახმარებოდნენ, გუნდს სულ სხვა შედეგები ექნებოდა...
მოკლედ, ვეცადეთ, უცხოელების სიტყვებით გადმოგვეცა ის ემოცია, რასაც ზემოთნახსენები მატჩის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი განიცდიდა. მითუმეტეს ქართველი.
შენგელია ხომ მეტოქე
თოკომ არათუ საკუთარ კარიერაში, არამედ "სპრინგფილდის" ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 39.
მან 46 წუთში 21-დან 17 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და 39 ქულას 18 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიამატა.
შენგელიას გუნდმა "მეინეს" 123:115 აჯობა. 21 ნატყორცნი ორქულიანი ერთ მატჩში - ბევრია.
17 რეალიზებული ორიანი - ესეც ბევრია. ამ ციფრების შემხევდარე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ თორნიკემ თამაში საკუთარ თავზე აიღო და უმთავრესად ქულების მოგროვებაზე იყო ორიენტირებული.
ვინც მატჩი თავიდან ბოლომდე იხილა, საპირისპიროში დარწმუნდებოდა: 21 წლის ქართველი თავდამსხმელი თავის სტილს არც განვითარების ლიგაში ღალატობდა - არც პასს აგვიანებდა და უტევდა მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო იყო.
ასეთი თამაშით მოგროვილი 39 ქულა კიდევ უფრო მეტ ღირებულებას იძენს, მითუმეტეს, რომ არაერთხელ ითხოვდა ბურთს პერიმეტრზე ეულად მდგარი, მაგრამ ამაოდ...
ერთ დეტალზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება: შენგელია დიდი ხნის უთამაშებელი იყო და შეიძლება ამიტომაც, ჩვეულად ათამაშებისთვის დრო დასჭირდა.
მან პირველი ორქულიანი საწყისი პერიოდის დასრულებამდე 1.17 წუთით ადრე ჩააგდო. შეცდომათა უმეტესობაც (სულ 7 ჰქონდა) პირველ წუთებზე მოდის.
ხოლო მეორე პერიოდიდან, როგორც იტყვიან, თამაში იგრძნო და რაც გააკეთა, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
გამოცემა "რეპუბლიკანში" შენგელიას თამაში ასეთი ეპითეტითაა შეფასებული: "შთამბეჭდავზე მეტი".
იქვე გუნდის მთავარი მწვრთნელის ბობ მაქკიმონის კომენტარს ვკითხულობთ:
- თოკო ბოლომდე ჩამოყალიბებული კალათბურთელია და თავადაც ნახეთ რა შედეგის მიღწევა შეიძლება, როცა გუნდში ასეთი მოთამაშე გყავს: თამაშიდან ტყორცნების 56 პროცენტი გამოვიყენეთ. თავადაც მიხვდებით, რატომ.
"სპრინგფილდი" მომდევნო მატჩს 26 იანვარს "სანტა კრუსთან" ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას სარეკორდო მაჩვენებელი D ლიგაში [VIDEO]
ჟორი.ნეტა ნ.ბ.ა.-ში ვინმე თუ დაიჯერებს,რომ თორნიკეს კალათბურთის ანა-ბანა ასეთ პირობებში აქვს ნასწავლი?