ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა ლიბანში მე-3 ადგილზე აინაცვლა

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატში მოასპარეზე ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"ჩემპვილიმ" სტუმრად "ჰუპსსი"დამაჯერებლად - ანგარიშით 104:72 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ცქიტიშვილმა 7-დან 4 ოქრულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ჩემპვილელთაგან 30 ქულით ფადი ხატაბი გამოირჩა, რეიშონ ტერიმ კი 24 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.

ჩემპვილს 9 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული