საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა კონტრაქტი სტამბულის "გალათასარაისთან" გააფორმა.
ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით თურქული და იტალიური ვებ-გამოცემები, ასევე, ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი საკალათბურთო პორტალი eurobasket.com იტყობინება. მარკოიშვილმა "გალათასარაისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინფორმაციის თანახმად, მარკოიშვილი 28 იანვარს ჩავა სტამბულში და თავის ახალ გუნდს შეუერთდება.
ქართველი ფორვარდი "კანტუში" სამწლიანი კონტრაქტის ბოლო სეზონს თამაშობდა. ამის გამო "კანტუ" გამოსასყიდის სახით თურქული კლუბისგან 500 ათას ევროს მიიღებს. მარკოიშვილი სტამბულურ კლუბში 2013-2014 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
"გალათასარაიმ", რომელიც ევროთასის მეორე ჯგუფურ
"გალათასარაი", ევროთასთან ერთად, თურქეთის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის. შიდა ჩემპიონატში სტამბულელებს 13 მოგება და 3 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.
მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13 ქულას, 3,3 მოხსნას და 2,1 პასს აგროვებდა.
იგი მოედანზე საშუალოდ 28,6 წუთს ატარებდა. რაც შეეხება ევროლიგას, მანუჩარმა მიმდინარე გათამაშებაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 12,6 ქულა, 2,5 მოხსნა და 1,7 პასი.
gbf.ge