ქართველმა ფორვარდმა "სპრინგფილდ არმორის" მორიგი შეხვედრა გამოტოვა.
NBA-ს განვითარების ლიგის 26 იანვარს გამართულ მატჩში შენგელიამ "სპინგფილდ არმორის" შემადგენლობაში "სანტა კრუზ უარიორზის" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი (24 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა, 27 იანვარს კი მეინის "რედ ქლაუს" წინააღმდეგ არ უთამაშია. მატჩის ოქმში ქართველი ფორვარდის გასწვრივ წერია: "დაშავებულია".
რაც შეეხება მატჩს, სპრინგფილდელებმა 112:120 წააგეს. შენგელიას თანაგუნდელთაგან 27 ქულითა და 11 პასით ტაიშონ ტეილორი გამოირჩა, რომელიც ქართველი ფორვარდის მსგავსად, "ბრუკლინ ნეთსის" წევრია
შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი "ტუზლას" წინააღმდეგ, 30 იანვარს გამართავს.
gbf.ge