ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" ნიუ იორკში დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "მედისონ სკვერ გარდენში" დასანანი მარცხი იწვნია.

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "ნიუ იორკს" ჯორჯიელები ბოლო წამებამდე ღირსეულად ებრძოდნენ და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით - 104:106 დამარცხდნენ.

ერთ-ერთ ბოლო შეტევაში ჯოშ სმიტმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და არასწორი ბლოკის გამო ქულით მოლიდერე თავისი გუნდის შეტევა გააფუჭა. ამით ისარგებლეს ნიუიორკელებმა და კარმელო ენტონიმ თავისიანები საბოლოოდ დააწინაურა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ფაჩულიამ 2-ჯერ
შეუტია ნიუიორკელთა ფარს და 1 ჩააგდო. ატლანტელთაგან 27 ქულით საუკეთესო ჯეფ ტიგი გახლდათ, ხოლო ჯოს სმიტმა თავი 20 ქულას მოუყარა. ნიუიორკელთაგან 42 ქულით კარმელო ენტონი გამოირჩა.

"ატლანტას" 25 მოგება და 19 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 იანვარს შინ, "ტორონტოსთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული