ნიკა მეტრეველი "ვიოლასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის მორიგი კარგი თამაში იტალიის ნაციონალ A-ში. ქართველი ფორვარდი თავის გუნდ "პაფონი ომენას" სტუმრად "ვიოლას" დამარცხებაში დაეხმარა.

დაძაბული მატჩი საბოლოოდ სტუმართა სასარგებლოდ - 77:73 დასრულდა. მეტრეველისთვის ეს "პაფონში" 4-იდან მე-4 გამარჯვება იყო.

მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-იდან 5 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 12 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, მეტრეველმა 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა და საბოლოოდ ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (16) დააგროვა.

"პაფონს" 11 მოგება და 8
მარცხი აქვს. "ვიოლას" ძლევის შემდეგ მეტრეველის გუნდმა ცხრილში "არკანტეას" გადაასწრო და მე-7 ადგილზე განთავსდა. მომდევნო მატჩს პაფონელები 3 თებერვალს სტუმრად, "ბრანდინისთან" გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული