"საპლეიოფოდ სრულად გამოჯანმრთელდება ჩიკაგოელთა გამთამაშებელი დერეკ როუზი და გუნდს მაღალი მიზნების მისაღწევად კარგი მეფარე დასჭირდება.
როგორც ჟურნალისტი ჰადონ ანდერსონი გვარწმუნებს, "ბულზსის" ხელმძღვანელობას ზაზა ფაჩულიას დამატება აქვს გადაწყვეტილი.
სანაცვლოდ, "ატლანტაში" გადავა რიჩარდ ჰემილტონი, რომელიც ლუ იულიამსის ტრავმის შემდეგ ჯორჯიელების უკანა ხაზს გააძლიერებს."
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ NBA-ს სატრანსფერო ბაზრის გახსნას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"