ზაზა ფაჩულიამ ბავშვებთან ერთად იოგას კურსი გაიარა

AutoSharing Option
ფოტო
ზაზა ფაჩულია თანაგუნდელ ივან ჯონსონთან ერთად იოგას კლასს სტუმრობდა, სადაც პროგრამა С.H.O.I.C.E.S-ს ბავშვებთან ერთად NBA-ს პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახლა ჯანმრთელობის კვირეული მიმდინარეობს პროგრამული სახელწოდებით - NBA Fit Live Healthy Week.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა ატლანტის იოგის ცენტრმა ჯანმრთელობამოკლებულ ბავშვებს, ვისთან ერთადაც იოგას კურსი ცნობილმა კალათბურთელებმაც გაიარეს.

გაკვეთილმა ხალისიანად და პროდუქტიულად ჩაიარა, ბავშვებს ძალიან გაუხარდათ "ატლანტა ჰოუქსის" კალათბურთელებთან ერთად გავარჯიშება.

აქვე გეტყით, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 30 იანვარს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, მაგრამ
არც ზაზა ფაჩულია და არც თორნიკე შენგელია მოედანზე არ გამოჩენილან.

შენგელიას ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, ტრავმის გამო არ ითამაშა ფაჩულიამაც. ქართველი ცენტრის შესახებ მხოლოდ ის ინფორმაციაა, რომ ის განაცხადში არ იყო.

"ბრუკლინმა" ლიგის მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" უმასპინძლა და 85:105 დამარცხდა, ხოლო ფაჩულიას "ატლანტამ" შინ დაძაბულ ბრძოლაში "ტორონტოს" 93:92 მოუგო.

ატლანტელებიც და ბრუკლინელებიც მომდევნო მატჩს "ჩიკაგოსთან" გამართავენ. 1 თებერვალს "ხარებს" შენგელიას გუნდი შეხვდება, ხოლო მეორე დღეს - ფაჩულიასი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული