გიორგი შერმადინმა "ფენერბაჰჩეს" სძლია, ვიქტორ სანიკიძე "ბარსელონასთან" ვერას გახდა

AutoSharing Option
ევროლიგაზე სასტარტო ხუთეულში მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. მისმა "ოლიმპიაკოსმა" თურქულ "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და 82:71 დაამარცხა.

გიორგიმ 8 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.

ვიქტორ სანიკიძემ "ბარსელონას" წინააღმდეგ კატალონიაში ითამაშა და მისი "მონტეპასკი" 66:85 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა შერმადინის 8 ქულას კიდევ ორი მიამატა და ჩვენიანთა მონაგარი დაამრგვალა - 10 ქულა.

სანიკიძის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 15 წუთი, 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული