თირნიკე შენგელიამ ტრავმის გამო მორიგი მატჩი გამოტოვა

AutoSharing Option
ტრავმირებულმა თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამოტოვა. მისმა "ბრუკლინ ნეთსმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ შენგელია კვლავ განაცხადს მიღმა იყო.

NBA-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ ეს მეორე მატჩია, რაც შენგელია განაცხადში ტრავმის გამო არ შეჰყავთ.

ტრავმა რომ არა, ისეთი დაძაბული თამაში იყო, შენგელიას თამაშის ალბათობა მაინც ნაკლები გახლდათ.

მწვრთნელმა 3 მარქაფი - მირზა ტელეტოვიჩი, ჯერი სტეკჰაუსი და თორნიკესთან ერთად განვითარების ლიგიდან მობრუნებული ტაიშონ ტეილორი მოედანზე არ გაიყვანა.

რაც შეეხება მატჩს, ბრუკლინელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში უშუალო მეტოქე, მათი ზომა-წონის "ჩიკაგო" დაამარცხეს.

ბოლო მეოთხედის დაწყებამდე
ბრუკლინელები 4 ქულით აგებდნენ, თუმცა კარგი თამაშის შემდეგ 4 ქულით გაიმარჯვეს - 93:89.

ამ გამარჯვებით "ბრუკლინმა" აღმოსავლეთ კონფერენციაის მესამე საფეხურზე მყოფ "ჩიკაგოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მომდევნო მატჩში, 5 თებერვალს, "ბრუკლინი" "ლეიკერსს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული