ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო "ჩიკაგო ბულზსთანაც" ვერ ითამაშა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" "ჩიკაგო ბულზს" უმასპინძლა და 17 ქულის სხვაობით - 76:93 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ტრავმირებულ ზაზა ფაჩულიას, რომელსაც აქილევსის მყესი აწუხებს.

ატლანტელთათვის ეს წაგება მეტად მტკივნეული იყო, რადგან "ჩიკაგო" აღმოსავლეთ კონფერენციაში "ჰოუქსის" ერთ-ერთი უშუალო კონკურენტია.

ორმაგი დუბლები გაიფორმეს ჯოშ სმიტმა და ალ ჰორფორდმა, მაგრამ ატლანტელები მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ. ჩიკაგოელებმა უფრო მეტი შედეგიანობა გამოიჩინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

"ატლანტას" 26 მოგება და 20 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ფაჩულია 5 თებერვალს,
როცა "ატლანტა" "ინდიანას" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული