"მშენებლები" წლეულს მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და "კიევთანაც" ფავორიტებად ითვლებოდნენ.
პირველი ტაიმი ლოგიკურადაც დასრულდა - "ბუდიველნიკმა" 20 წუთში 44:24 იმარჯვა. მეორე ნახევარში მისმა მეტოქემ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩამორჩენა მხოლოდ ათამდე დაიყვანა.
გიორგი ცინცაძე, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მან 27 წუთში 5-5 ქულა-პასი და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა. საჯარიმოები უკეთესად რომ ესროლა, 10 ქულასაც მიუკაკუნებდა - 5-იდან 1 ჩააგდო.
"ბუდიველნიკის" შემადგენლობაში
იგი კიეველთა ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა გუნდში ახლახან გადაიყვანა. კუკსიკსმა 4-იდან 3 სამქულიანი ჩააგდო და 15 ქულას მოუყარა თავი.
27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი კვლავ "ბუდიველნიკია", რომელსაც 20 მატჩი აქვს მოგებული. 19 გამარჯვებით მეორე პოზიციაზეა მარიუპოლის "აზოვმაში".
ცინცაძის თანაგუნდელები უახლოეს შეხვედრას 8 თებერვალს "გალიჩინასთან" ჩაატარებენ (უკრაინის ჩემპიონატი). ევროთასზე კი ამ კვირაში შესვენებაა და მატჩები 13 თებერვალს გაიმართება.
ამ დღეს "ბუდიველნიკი" თურქულ "ბანვიტს" ეწვევა და წარმატების შემთხვევაში, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"