მანუჩარ მარკოიშვილის თურქული დებიუტი "გალათასარაიში"

AutoSharing Option
"გალათასარაის" მაისურით საევროლიგო დებიუტში მანუჩარ მარკოიშვილმა 8 ქულა რომ მიითვალა, გასულ კვირას დავწერეთ.

ქართველმა უკანახაზელმა სტამბულელების რიგებში თურქეთის ჩემპიონატშიც ჩაატარა თავისი პირველი მატჩი, თუმცა ანგარიში ვერ გახსნა.

"გალათასარაი" "ალიაღა პეტკიმს" ესტუმრა და ბოლო წამებზე ენდერ არსლანის მიერ რეალიზებული საჯარიმოს წყალობით მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 78:77.

მწვრთნელმა ერგინ ატამანმა (რომელმაც შარშან "არმიასთან" სათამაშოდ "ბეშიქთაში" თბილისში ჩამოიყვანა) მანუჩარი 15 წუთით ათამაშა.

ქართველი, უმთავრესად, თანაგუნდელების დახმარებით იყო დაკავებული და ამიტომ მხოლოდ ერთი ორქულიანი სტყორცნა (არაზუსტად). მარკოიშვილმა მატჩი თითო მოხსნა-პასი-ფოლით დაასრულა.

მატჩის ბომბარდირი მასპინძელი
მერტ შუმპერტი გახდა - 17 ქულა.

ამ მოგებით "გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას 17 მატჩიდან 14 მოგებული აქვს. პირველზეა "ბანვიტი" - 15 გამარჯვება.

მესამეადგილოსან "ფენერბაჰჩეს" "გალასთან" შედარებით ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული და მასავით 14 მოგება უწერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული