ბექა ბურჯანაძემ "კანარიასთან" 5 ქულა მოაგროვა

AutoSharing Option
ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში მეჩვიდმეტე შეხვედრაში 7 წუთი ითამაშა 18 წლის ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ. მისი "კახასოლი" კანარის კუნძულებზე "კანარიასთან" გადაფრინდა და დაძაბულ ბრძოლაში 68:77 წააგო.

როგორც გითხარით, ბექას 7 წუთი ერგო და ეს დრო უქმად არ დაუკარგავს - 2-2 ორქულიანი და სამიანი ტყორცნიდან თითო გამოიყენა და 5 ქულას 1 მოხსნა წაუმატა. სხვათა შორის, ბექას წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი, 7 ქულა "კახა ლაბორალთან" აქვს მოგროვილი.

კუნძულელებთან დამარცხებამ "კახასოლი" მე-15 ადგილამდე დააქვეითა (ლიგაში სულ 18 გუნდია), თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ საპლეიოფო
ზონას ძალიან მოშორდა - მერვეადგილოსან "ესტუდიანტესს" (11 გამარჯვება) 4 მოგებით ჩამორჩება. ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი მაისში მთავრდება.

სერია A
მონტეპასკი-ვარეზე 89:75
ვიქტორ სანიკიძე: 24 წუთი, 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი.

ნაციონალე A
ბრანდინი-ომენა 72:81
ნიკა მეტრეველი: 24 წუთი, 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული