გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" დერბიში გაიმარჯვა

AutoSharing Option
საბერძნეთის მთავარი დერბის გამარჯვებული გიორგი შერმადინის გუნდი გახდა.

"ოლიმპიაკოსმა" ჩემპიონატის მორიგ ტურში "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 72:67 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. შერმადინი მოედანზე ორჯერ გავიდა, თუმცა დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია.

ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო კი ჩააგდო. საბოლოოდ შერმადინმა 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

ოლიმპიაკოსელთაგან საუკეთესო გიორგის პრინტეზისი გახლდათ, რომელმაც 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა ამერიკელმა ალის ლოუმ, ვასილის სპანულისმა კი თავი 4 ქულას და 7 პასს მოუყარა.

14
გამარჯვებითა და 1 მარცხით "ოლიმპიაკოსი" ცხრილის სათავეშია. მომდევნო ტურის მატჩში, 9 თებერვალს, შერმადინის გუნდი "იკაროსს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული