გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთში პირველობას არავის უთმობს

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატში 7 თებერვალს ერთი შეხვედრა გაიმართა. მასში ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მონაწილეობდა - "ოლიმპიაკოსმა" "იკაროსს" უმასპინძლა. როგორც ბერძნულ მითში, მზისკენ მიმავალ "იკაროსს" ცვილის ფრთები შემოადნა და ჩამოვარდა - 63:85.

"ოლიმპიაკოსის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა გიორგი შერმადინი, რომელმაც მართალია, 12 წუთი ითამაშა, მაგრამ პირეოსელებს ღირებული დახმარება გაუწია. ეს სტატისტიკაში აისახა: 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. გიორგიმ 5 ორქულიანი სტყორცნა და 3 ჩააგდო.

გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი, 15 ქულა, პრინტეზისმა ჩააგდო.

"ოლიმპიაკოსს" საბერძნეთის ჩემპიონატში 15 მოგება აქვს (1 მარცხი) და
სატურნირო ცხრილში პირველობას არავის უთმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული