მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი" თურქეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თანაქალაქელი "ეფესის" დამარცხების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი" თურქეთის თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც "გალას" გამარჯვებით - 72:64 დასრულდა.

სტამბულელებმა გამარჯვებას ქართველი უკანახაზელის დაუხმარებლად მიაღწიეს. მარკოიშვილი მოედანზე მხოლოდ 4,31 წუთით გამოჩნდა და ვერც ერთი სტატისტიკური ერთეული ვერ მოიხვეჭა.

მანუჩარმა ერთადერთხელ შეუტია "ეფესის" ფარს, მაგრამ ორქულიანი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა.

ნახევარფინალში "გალათასარაი" "ბანვითს" შეხვდება, რომელმაც 8 თებერვალს მეოთხედფინალში "ჰაჩტეპე" 77:63 დაამარცხა.

მარკოიშვილის გუნდისა და "ბანვითის" ნახევარფინალური დაპირისპირება 8 თებერვალს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს "ბეშიქთაში" და "ფენერბაჰჩე" შეხვდებიან. 

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული