მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც "გალას" გამარჯვებით - 72:64 დასრულდა.
სტამბულელებმა გამარჯვებას ქართველი უკანახაზელის დაუხმარებლად მიაღწიეს. მარკოიშვილი მოედანზე მხოლოდ 4,31 წუთით გამოჩნდა და ვერც ერთი სტატისტიკური ერთეული ვერ მოიხვეჭა.
მანუჩარმა ერთადერთხელ შეუტია "ეფესის" ფარს, მაგრამ ორქულიანი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა.
ნახევარფინალში "გალათასარაი" "ბანვითს" შეხვდება, რომელმაც 8 თებერვალს მეოთხედფინალში "ჰაჩტეპე" 77:63 დაამარცხა.
მარკოიშვილის გუნდისა და "ბანვითის" ნახევარფინალური დაპირისპირება 8 თებერვალს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს "ბეშიქთაში" და "ფენერბაჰჩე" შეხვდებიან.