ვიქტორ სანიკიძე ნახევარფინალშია, მანუჩარ მარკოიშვილი ფინალშია

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროპაში თასების დროა. იტალიის თასის მეოთხედფინალში ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" "რეჯო ემილია" 82:73 დაამარცხა და ნახევარფინალში "დინამო სასარის" დაუპირისპირდება (მატჩი 9 თებერვალს გაიმართება).

თურქეთის თასის ნახევარფინალში კი მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" "ბანვითს" სძლია - 81:68. ფინალში, რომელიც 10 თებერვალს გაიმართება, "გალათასარაის" მეტოქე "ფენერბაჰჩე" იქნება.

სანიკიძემ "რეჯო ემილიასთან" მატჩში 19 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 3 წუთი ითამაშა და ბურთი 2-ჯერ მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული