ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ "ვარეზესთან" მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე ორი საჯარიმო ჩააგდო და სიენას "მონტეპასკისთვის" მეტოქე მიუწვდომელი გახდა - 77:71. დარჩენილ დროში სხვაობა მხოლოდ სამ ქულამდე შემცირდა, სიენელებმა 77:74 იმარჯვეს და სანიკიძემ პირველი იტალიური ტიტული, თასი მოიგო.

იტალიის თასის ფინალში მან 21 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

* * *

საბერძნეთის თასის გადამწყვეტი მატჩი, "ოლიმპიაკოსსა" და "პანათინაიკოსს" შორის, 10 თებერვალს იტალიურ ფინალზე ნახევარი საათით ადრე დაიწყო და ერთი საათით გვიან დასრულდა.

მიზეზი დარბაზში მომხდარი არეულობა იყო, მოედანზე შუშხუნებთან
ერთად სკამებიც ისროლეს... ანთებული შუშხუნა "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელ ჰაინსს მოხვდა, თუმცა დიდი შესვენებების მიუხედავად, მატჩი მაინც გაგრძელდა და "პანათინაიკოსის" გამარჯვებით დასრულდა - 81:78.

ოლიმპიაკოსელმა გიორგი შერმადინმა 4 ქულა ჩააგდო.

* * *

თურქეთის თასის ფინალში მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" "ფენერბაჰჩესთან" 57:63 დათმო. მანუმ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ, ვიქტორ, სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
18:31 11-02-2013
0
ღმერთმა სულ გამარჯვების გზით გატაროს! გილოცავ ვიქტორ!
versus
22:26 12-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული