გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "გოვერლა" დაამარცხა

AutoSharing Option
უკრაინის პირველობაზე თამაშს თამაშზე იგებს კიევის "ბუდიველნიკი", რომლის ღირსებასაც ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იცავს.

10 თებერვალს "მშენებლებმა" "გოვერლა" მიიღეს და 92:79 დაამარცხეს. როგორც ჩანს, მასპინძლები კარგ ფორმაში არიან. მათ პირველივე მეოთხედში მოიპოვეს 19-ქულიანი უპირატესობა და დარჩენილ სამ პერიოდს, ფაქტობრივად, სიმბოლური სახე მისცეს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 20 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 8 ქულა (6-იდან 4 ორქულიანი), 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 მოხსნაა. "ბუდიველნიკის" გამარჯვებაში 28-ქულიანი წვლილი ლეო ლაიონსმა შეიტანა.

კიევურ გუნდს 22 მოგება აქვს და რეგულარულ ჩემპიონატში პირველობას
არავის უთმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული