ცინცაძის გამოუყენებელი შანსი და მანუს საუკეთესო მატჩი "გალაში"

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" და მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" ევროთასზე გასვლითი შეხვედრები ჩაატარეს.

გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებდა, მაგრამ გიორგის თანაგუნდელებმა თურქულ "ბანვიტთან" 85:94 დათმეს, ხოლო მანუს "გალა" ყაზანის "უნიქსთან" 57:64 დამარცხდა.

წაგებების მიუხედავად, მარკოიშვილსაც და ცინცაძესაც მეოთხედფინალში თამაშის კარგი შანსი აქვთ, თუმცა საამისოდ ბოლო ტურში საშინაო მატჩები უნდა მოიგონ.

* * *

კიევის "ბუდიველნიკმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდური თამაშით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

თურქეთის ჩემპიონატის პირველადგილოსან "ბანვიტთან" უკრაინელებმა ბოლო წუთებამდე თანაბრად იბრძოლეს და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

გიორგი ცინცაძემ ქულათა უმეტესობა მესამე პერიოდში მოაგროვა: როცა "ბანვიტი" 9 ქულით დაწინაურდა, ცინცაძემ სამქულიანით ტაბლოზე 63:69 დააფიქსირა.

ამას ორი ზუსტი საჯარიმო მიაყოლა, ხოლო პერიოდის ბოლოს ანიკიენკომ სხვაობა ორამდე დაიყვანა (69:71).

საბოლოოდ ცინცაძემ 22 წუთი ითამაშა, 7 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

I ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბანვიტი (თურქეთი) 5 3 2 427 - 413 8
2. ბუდიველნიკი (უკრაინა) 5 3 2 398 - 401 8
3. ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია) 5 2 3 390 - 386 7
4. ტრიუმფი (რუსეთი) 5 2 3 401 - 416 7

20 თებერვალი
ბუდუჩნოსტი-ბანვიტი
ბუდიველნიკი-ტრიუმფი

მანუჩარ მარკოიშვილმა "გალათასარაიში" გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

იგი მწვრთნელმა ერგინ ატამანმა სასტარტო ხუთეულში დააყენა და საბოლოოდ არც უნანია.

მწვრთნელმა ნამატჩევს ჩამოთვალა რამდენიმე კალათბურთელი, რომელთა შეტევაში თამაშით უკმაყოფილო იყო. მათ შორის არ დაუსახელებია მანუჩარი, რომელმაც 33 წუთში 11 ქულა, 2-2 მოხსნა-პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მის ანგარიშზე 4-იდან 3 სამქულიანი და 4-იდან 1 ორიანია. სტუმართაგან მარკოიშვილზე მეტი მხოლოდ ასტურმა ჩააგდო - 12 ქულა.

L ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. უნიქსი (რუსეთი) 5 3 2 382 - 366 8
2. ულმი (გერმანია) 5 3 2 439 - 417 8
3. გალათასარაი (თურქეთი) 5 2 3 374 - 375 7
4. ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 5 2 3 406 - 415 7

19 თებერვალი
გალათასარაი-ცრვენა ზვეზდა
ულმი-უნიქსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული