ზაზა ფაჩულიამ ორლანდოში იმარჯვა, თორნიკე შენგელია ისევ სათადარიგოა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" და თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს.

დასანანი ისაა, რომ 21 წლის ქართველი მოედანზე ისევ არ ჩანს, თუმცა უკვე მეორე მატჩია, განაცხადშია.

ბრუკლინელებმა საკმაოდ მძლავრი მეტოქე დაამარცხეს. "დენვერმა" ბოლო 10 თამაშიდან 8 მოიგო და ბრუკლინშიც მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდა, მაგრამ... მიუხედავად დერონ უილიამსის არყოფნისა, "ნეთსმა" მეტოქე 119:108 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-4 ადგილზე აღზევდა. ბრუკლინელებს 31 მოგება და 22 მარცხი აქვთ.

2 მოგებით ნაკლები აქვს და ცხრილში მე-6-ეა ზაზა ფაჩულიას "ატლანტა", რომელმაც ორლანდოში დაჩაჩანაკებული "მეჯიქი"
108:76 გაანადგურა.

ქართველმა ცენტრმა 17 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 9-იდან 3 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო ჯოშ სმიტი გახდა 30 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით.

მომდევნო მატჩები გვარიანად გვიან გაიმართება. მიზეზი ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციაა, რომელიც პარასკევიდან კვირამდეა გადაჭიმული. "ატლანტა" მომდევნო შეხვედრას 20 თებერვალს, "მაიამისთან" ჩაატარებს, ხოლო "ბრუკლინი 19-ში "მილუოკის" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული