პირველმა სტუმრად რუსული "ხიმკი" 87:82 დაამარცხა, ხოლო ვიქტორის გუნდმა შინ ესპანეთის "კახა ლაბორალს" სძლია - 85:74.
განსაკუთრებით საინტერესო სანახავი "ხიმკი"-"ოლიმპიაკოსი" გამოდგა, რომლის მესამე პერიოდში რუსები 12 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ბერძენთა მწვრთნელმა აქცენტი პერიმეტრზე გადაიტანა, მისმა შეგირდებმა მეოთხე პერიოდში 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდეს და თამაშიც შემოატრიალეს.
შერმადინმა მწვრთნელის ტაქტიკური შეხედულებების გამო (ბოლო პერიოდში ტანდაბალი ხუთეულით ითამაშა) მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, 4 ქულა და თითო მოხსნა-დაფარება მიითვალა.
სანიკიძემ მოედანზე უფრო ნაკლები,
გთავაზობთ ჯგუფის კალენდარს, შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გავა, ხოლო ამ ეტაპის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და დასკვნები თავად გამოიტანეთ.
გუნდი მოგ-წაგ
1. ბარსელონა (ესპ) 6-1
2. მონტეპასკი (იტ) 6-1
3. ხიმკი (რუს) 4-3
4. კახა ლაბორალი (ესპ) 4-3
5. ოლიმპიაკოსი (საბ) 4-3
6. მაქაბი (ისრ) 2-5
7. ფენერბაჰჩე (თურ) 2-5
8. ბეშიქთაში (თურ) 0-7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"