მანუჩარ მარკოიშვილის 4 ქულა და "გალათასარაის" გამარჯვება "ეფესთან"

AutoSharing Option
სტამბულის "გალათასარაიმ" ევროლიგის მონაწილესა და ერთ-ერთ თურქულ გრანდს უმასპინძლა და 7 ქულის სხვაობით, ანგარიშით 77:70 დაამარცხა.

ამ მატჩამდე ორივე გუნდს 3-3 მარცხი ჰქონდა. შესაბამისად, გამარჯვებულს დაწინაურება ელოდა და ასეც მოხდა. "გალათასარაიმ" მიმდინარე ჩემპიონატში მე-15 გამარჯვება მოიპოვა და "ქარშიაქასთან" ერთად II-III ადგილებს იყოფს.

მარკოიშვილმა მოედანზე მხოლოდ 11,43 წუთი გაატარა და 4 ქულასთან ერთად, 1 პასი მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 3-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო. მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო. 16 ქულითა და 13 მოხსნით გალათასარაელთა შორის ბონიფაც ნდონგი გამოირჩა, ხოლო პუერტორიკოელ გამთამაშებელ კარლოს
აროიოს 15 ქულა და 5 პასი დაუგროვდა.

მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, "გალათასარაი" ქალაქ ედირდნეში "ოლინს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული