გიორგი ცინცაძემ "ბუდიველნიკს" ზაპოროჟიეში 8 ქულა მიაშველა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ცინცაძის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

კიეველებმა პრინციპული და ამბიციური მეტოქე სტუმრად, ზაპოროჟიეში დაამარცხეს. "ბუდიველნიკმა" შესანიშნავად ითამაშა და აქამდე, კარგა ხნის მანძილზე უკრაინის ჩემპიონატის ლიდერი "ფერო" 75:68 დაამარცხა.

კიეველთაგან 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია, რომელთა შორისაც ქართველი გამთამაშებელი არ ყოფილა.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22,43 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების წევრმა 9-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ცინცაძემ 8 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. კიეველებს, ტრადიციულად,
ამერიკელმა ლეო ლაიონსმა ულიდერმა, რომელმაც 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

23 მოგებითა და 7 მარცხით "ბუდიველნიკი" უკრაინის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, ცინცაძის გუნდი "კრივბასს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული