ნიკა მეტრეველის 19-მა ქულამ "პაფონის" სტუმრად ვერ უშველა

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის პირველი მარცხი იტალიაში. ქართველი ფორვარდის "პაფონი ომენაში" გადასვლის შემდეგ გუნდმა პირველად წააგო.

მეტრეველს აქამდე 4 მატჩი ჰქონდა ნათამაშები "პაფონი ომენას" მაისურით და ყველაში გამარჯვებული გამოვიდა.

მეხუთე შეხვედრა პაფონელებმა 17 თებერვალს გამართეს, რომელშიც სტუმრად "ლატინას" დაუპირისპირდნენ და 79:88 დამარცხდნენ. ქართველი ფორვარდი 19 ქულით საუკეთესო იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი ეს არ აღმოჩნდა.

12 მოგების წილ პაფონელებს 9 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო დაპირისპირება მეტრეველის გუნდს 23 თებერვალს, "სან სევეროსთან" ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული