მანუჩარ მარკოიშვილმა "ცრვენა ზვეზდას" 17 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
თურქულმა "გალათასარაიმ" ევროთასზე ბოლო მატჩი ჩაატარა, სერბულ "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 85:84 დაამარცხა.

მანუჩარ მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და საწყის 7 წუთში 10 ქულა ჰქონდა. იგი საბოლოოდ, არსლანთან ერთად, "გალას" ბომბარდირი გახდა - 17-17 ქულა. მანუმ სულ 29 წუთი ითამაშა, 9-იდან 4 ორქულიანი, 3-იდან 2 სამიანი და 3-იდან 3 საჯარიმო გამოიყენა.

"გალათასარაიმ" ჯგუფური ეტაპი 3-3 მოგება-წაგებით დაასრულა. ასეთივე შედეგი ჰქონდა გერმანულ "ულმს", მაგრამ ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით მეოთხედფინალში "ულმი" გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული