პლეი ოფში თამაშის უფლება უკრაინელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ასევე რუსული გუნდის ძლევით მოიპოვეს, "ტრიუმფს" ლამაზი ანგარიშით აჯობეს - 88:77.
მატჩის შემდეგ "ევროსპორტის" რუსმა კომენტატორმა ასეთი რეზიუმე გააკეთა: "ტრიუმფელები "ბუდიველნიკის" ორმა კალათბურთელმა "გაარღვია" - მალკოლმ დილეინიმ და გიორგი ცინცაძემ.
მათ ერთობლივად 40 ქულა და 13 პასი მოაგროვეს. მეოთხე პერიოდში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, ორივე შესაშური სიზუსტით სტყორცნიდა საჯარიმოებს: ცინცაძემ სტატიკური მდგომარეობიდან სულ 8-იდან 7 ტყორცნა გამოიყენა, ხოლო დილეინის
აღსანიშნავია, რომ ცინცაძეზე ორით მეტი ქულა ანისიმოვს ჰქონდა, მაგრამ კომენტატორმა მასზე არაფერი თქვა.
ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ გიორგი "ბუდიველნიკის" ძრავის როლს ასრულებდა, თითოეული შეტევის წამომწყებიც იყო და თუ თავად არ სტყორცნიდა, თანაგუნდელებს პასებით უხვად ამარაგებდა.
უკრაინულ საიტ "ისპორტზე" გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ხაზგასმითაა გამოყოფილი ალეი უპი ცინცაძე-დროზდოვის შესრულებით, დაახლოებით ისეთი, როგორიც საქართველოს ნაკრების მატჩებისას "ბუსა" და სანიკიძის შესრულებით.
გიორგის სრული მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 14 ქულა (3-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამიანი), 6 პასი, 3 მოხსნა.
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბუდიველნიკი (უკრაინა) 6 4 2 486-478 10
2. ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია) 6 3 3 456-436 9
3. ბანვიტი (თურქეთი) 6 3 3 477-479 9
4. ტრიუმფი (რუსეთი) 6 2 4 478-504 8
მეოთხედფინალი
6-13 მარტი
სპარტაკი (რუსეთი)-ბუდიველნიკი (უკრაინა)
ულმი (გერმანია)-ბილბაო (ესპანეთი)
ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)-ყუბანი (რუსეთი)
ვალენსია (ესპანეთი)- უნიქსი (რუსეთი)
20 თებერვალს, ევროთასზე სეზონის ბოლო მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა".
ჯგუფში ხუთი წაგების შემდეგ ესპანელებმა შეჯიბრება მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს - რუსულ "სპარტაკს" 68:66 აჯობეს.
ბექამ მოედანზე 5 წუთი გაატარა და მატჩი 1 მოხსნით დაასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"