ქართველ ცენტრს თავიდანვე ანდეს მოედანზე ადგილი და "ქორებიც" ბოლო მეოთხედამდე ამარცხებდნენ მრისხანე მეტოქეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. "მაიამიმ" ატლანტელები 103:90 დაამარცხა.
ბოლო პერიოდის დაწყებამდე ატლანტელები 10 ქულით იგებდნენ. გადამწყვეტ 12-წუთეულში მაიამელებმა მეტოქეს, რომ იტყვიან, საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს: მეოთხედი 40:17 მოუგეს და ცხადია, გამარჯვებაც მოიპოვეს.
ფაჩულიამ 24,40 წუთი ითამაშა და მოედანი 4 ქულით, 7 მოხსნით,
ზაზამ 3-იდან 1 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო. ატლანტელთაგან 27 ქულით და 9 მოხსნით ალ ჰორფორდი გამოირჩა, ხოლო სამარქაფო კაილი კორვერმა 12 ქულა მიითვალა.
ატლანტელებს 29 მოგების წილ 22 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 საფეხურზე არიან.
განაცხადში ისევ ვერ მოხვდა თორნიკე შენგელია, რომლის "ბრუკლინმაც" სტუმრად "მილუოკი" 97:94 დაამარცხა. ბრუკლინელების მონაგარი 32 მოგება, 22 წაგება და აღმოსავლეთის ცხრილში მე-4 ადგილია.
მომდევნო მატჩში, 22 თებერვალს, ბრუკლინელები "ჰიუსტონს" უმასპინძლებენ, ხოლო ამავე დღეს "ატლანტა" "საკრამენტოს" მიიღებს.
gbf.ge