ვიქტორ სანიკიძის "სიენა" თელ ავივში განადგურდა

AutoSharing Option
ევროლიგაში წარმატებით მოასპარეზე "სიენას" ფეხი დაუცდა.

ვიქტორ სანიკიძის გუნდმა თელ ავივში "მაკაბისთან" ისე წააგო, წარმატების შანსი არ ჰქონია.

მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საბოლოოდ 31-ქულიანი სხვაობით - 92:61 დაამარცხეს.

მოედანზე 16,17 წუთი იმყოფებოდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 6 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

ვიქტორმა 4-იდან 2-ორქულიანი და 5-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. იტალიურ გუნდში 13-13 ქულა დაუგროვდათ ბობი ბრაუნსა და კრისტიან კანგურს.

სიენელებს 8 ტურის შემდეგ 6 მოგება აქვთ და ცხრილში მეორე ადგილზე არიან. პარასკევს ითამაშებს თავის
შეხვედრას გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი", რომელიც პირეოსში "კახა ლაბორალს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული