გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგაზე მორიგი ღირებული გამარჯვება მოიპოვა.

ბერძნებმა ესპანურ "კახა ლაბორალს" უმასპინძლეს და 82:74 დაამარცხეს. ამ მატჩამდე "ოლიმპიაკოსსა" და ლაბორალს ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ, მოგებამ კი ჯგუფიდან გამსვლელ კვარტეტში ესპანელთა ნაცვლად ბერძნები შეიყვანა. თუმცა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი.

მასპინძელთა თავკაცმა გეორგიოს ბარძოკასმა შერმადინი მესამე პერიოდში 6 წუთი ათამაშა. გიორგიმ 3 ქულა (6-დან 3 საჯარიმო) და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული