ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "საკრამენტო" დაამარცხა

AutoSharing Option
23 თებერვალს გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "საკრამენტოს" უმასპინძლა და 14 ქულის სხვაობით - 122:108 დაამარცხა.

6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს წინ ეს იყო "ატლანტასთვის" ბოლო შინაური მატჩი და დამაჯერებელი გამარჯვებით ჯორჯიელებმა თავიანთი ქომაგები კვლავ გაახარეს.

ქართველი ცენტრი ისევ სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 14,28 წუთი იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.

ატლანტელთაგან წინა მატჩის მსგავსად ალ ჰორფორდი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

თავისი შეხვედრა
მოიგო "ბრუკლინ ნეთსმა", რომლის განაცხადშიც დაბრუნდა თორნიკე შენგელია, მაგრამ მხოლოდ დაბრუნდა.

21 წლის ქართველი ფორვარდი მოედანზე არ გამოჩენილა. ბრუკლინელებმა კი შინ "ჰიუსტონთან" წააგეს - 96:106 და აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 მოგებითა და 23 მარცხით ისევ მე-4 ადგილზე არიან. ატლანტელებს 30 მოგება და 23 წაგება აქვთ, რაც აღმოსავლეთში მე-6 ადგილის ტოლფასია.

24 თებერვალს ბრუკლინელები "მილუოკის" უმასპინძლებენ, ხოლო ატლანტელები 6-მატჩიან გასვლით ტურნეს 24 თებერვალს სწორედ მილუოკიდან დაიწყენებ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული