ვიქტორი თამაშში მეორე პერიოდიდან აქტიურად ჩაერთო, 8 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და ამდენივე ჩაჭრა მოაგროვა, თუმცა მეოთხედის ბოლოს ფარქვეშ ბრძოლისას თავი გაუტყდა და მოედანი დასისხლიანებულმა დატოვა. მეორე ტაიმში აღარ უთამაშია.
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" სტუმრად "ბეშიქთაშს" აჯობა - 79:60. ქართველმა ცენტრმა 8 წუთში თითო ქულა-მოხსნა-ჩაჭრა-დაფარება გაიფორმა.
Video
მონტეპასკი - ფენერბაჰჩე 87:69
მონტეპასკი - ფენერბაჰჩე 87:69
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"