ფაჩულიამ მარცინ გორტატი იგორ კოკოშკოვის თვალწინ დაჩაგრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი 2 მარტს, გამთენიისას არიზონის შტატში შეხვდნენ, სადაც ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" გასვლითი ტურნის მე-4 მატჩი იგორ კოკოშკოვის "ფინიქსთან" გამართა.

ატლანტელებს აქამდელი სამივე შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, მაგრამ საწადელი ფინიქსში ვეღარ აისრულეს. მასპინძლებმა ჯორჯიელები 92:87 დაამარცხეს.

ფინიქსელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ.

მასპინძლებს ლიდერობდა სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი, რომელიც სასტარტო ხუთეულში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. რაც შეეხება პოლონეთის ნაკრების ცენტრ მარცინ გორტატს, ის და არიზონელთა ხუთეულის დანარჩენი წევრები საკმაოდ ინერტულნი იყვნენ.

მასპინძლებს სამარქაფოებმა
გაუმართლათ - მარკუს მორისმა 16 ქულა მოაგროვა, უესლი ჯონსონმა კი - 15.

ბოლო მატჩებია ატლანტელთაგან საუკეთესოობას არავის უთმობს ალ ჰორფორდი, რომელმაც ამჯერად 20 ქულა მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა, რომელიც ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 24,42 წუთი გაატარა და 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ ყველა ტყორცნა ჩააგდო: 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო. ფაჩულიას ძირითადად გორტატის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რომელიც, რომ იტყვიან, დაჩაგრა. პოლონეთის ნაკრების იმედმა 20 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

წააგო NBA-ს მეორე ქართველის გუნდმაც. "ბრუკლინმა" "დალასს" უმასპინძლა და ვერაფერი გააწყო - 90:98. ამ მატჩის განაცხადში არ ყოფილა თორნიკე შენგელია, რომლის უთამაშებლობაც უკვე საგანგანგაშო ხდება.

"ატლანტა" და "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ IV-V ადგილებზე არიან განთავსებულნი.

ფაჩულიას გუნდი 3 მარტს ლოს ანჯელესში "ლეიკერსს" ეთამაშება, ხოლო "ბრუკლინი" ამავე დღეს, გამთენიისას, ჩიკაგოში ითამაშებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული