მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმის გამო თურქეთის ჩემპიონატში ვერ ითამაშა

AutoSharing Option
სტამბოლის "გალათასარაის" უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა.

ქართველ კალათბურთელს ცხვირი აქვს გატეხილი და "ერდემირთან" შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სტამბოლელებმა გამარჯვების მოპოვება იოლად შეძლეს. "გალათადსარაიმ" მეტოქე 23 ქულის სხვაობით - 84:61 დამარცხა. გამარჯვებულებს ამერიკელმა იამონტ გორგონმა ულიდერა, რომელიც 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

"გალათასარაის" 17 მოგება და 3 მარცხი აქვს და კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 9 მარტს, მარკოიშვილის გუნდი სტუმრად ანკარის "თედ კოლეჯს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული