ჩემპვილელებმა ლიბანის პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს. წინა შეხვედრაში ქართველი ფორვარდის გუნდი ლიდერ "საგესთან" დამარცხდა, ხოლო ამჯერად ჩემპვილელებმა მეორეადგილოსან "ალ რიადთან" წააგეს - 54:82.
მიუხედავად განადგურებისა, ქართველმა ფორვარდმა თავისი წილი ორმაგი დუბლი მაინც მოაგროვა.
ცქიტიშვილმა 36 წუთი ითამაშა და შეხვედრა 10 ქულით, 10 მოხსნით, 3 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ნიკამ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
11 მოგებითა და 6 მარცხით "ჩემპვილი" ისევ მესამე ადგილზეა, თუმცა მას უკვე "ამჩიტი" გაუთანაბრდა.
gbf.ge