ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი "ჩემპვილს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ლიბანური "ჩემპვილის" ლიდერი ნიკა ცქიტიშვილი განაგრძობს ორმაგი დუბლების მოგროვებას, თუმცა ამჯერად ამან მის გუნდს ვერ უშველა.

ჩემპვილელებმა ლიბანის პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს. წინა შეხვედრაში ქართველი ფორვარდის გუნდი ლიდერ "საგესთან" დამარცხდა, ხოლო ამჯერად ჩემპვილელებმა მეორეადგილოსან "ალ რიადთან" წააგეს - 54:82.

მიუხედავად განადგურებისა, ქართველმა ფორვარდმა თავისი წილი ორმაგი დუბლი მაინც მოაგროვა.

ცქიტიშვილმა 36 წუთი ითამაშა და შეხვედრა 10 ქულით, 10 მოხსნით, 3 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ნიკამ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მასზე შედეგიანად ჩემპვილელთაგან ამერიკელი რეიშონ ტერი გაისარჯა, რომელმაც 17 ქულა და 9 ქულა მოინაგრა.

11 მოგებითა და 6 მარცხით "ჩემპვილი" ისევ მესამე ადგილზეა, თუმცა მას უკვე "ამჩიტი" გაუთანაბრდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული