თორნიკე შენგელიამ განვითარების ლიგის მორიგ მატჩში 29 ქულა დააგროვა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას 29 ქულა განვითარების ლიგაში. ქართველმა ფორვარდმა "სპრინგფილდ არმორს" დივიზიონის ლიდერ "კანტონ ჩარჯზთან" ულიდერა, მაგრამ მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა. სპრინგფილდელებმა შეხვედრა 1 ქულით, ანგარიშით 111:112 დათმეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 19-დან 9 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო,. 29 ქულასთან ერთად თორნიკემ 4 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

სპრინგფილდელთაგან 19 ქულით მეორე ბომბარდირი წილი რიდი გახდა, კრის ჯოზეფმა კი 15 ქულა მოაგროვა.

13 მოგებითა და
23 წაგებით "სპრინგფილდ არმორი" აღმოსავლეთის დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი 4 მარტს "ბეი ჰოუქსს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული