გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "აზოვმაში" იოლად დაამარცხა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში ფავორიტების დუელი შედგა: პირველადგილოსანმა "ბუდიველნიკმა" მეორე პოზიციაზე მყოფ "აზოვმაშს" უმასპინძლა.

მატჩმა მოლოდინი კიეველებს გაუმართლა - მასპინძლებმა პირველ მეოთხედში იმდენად იოლად დაჯაბნეს აზოვისპირელები, რომ მას მერე გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებიათ.

საწყის 10 წუთში "ბუდიველნიკმა" 39:17 მოიგო, საბოლოოდ კი 97:78 იმარჯვა.

როგორც წესი, მასპინძელთა ხუთეულში იყო გიორგი ცინცაძე, რომელმაც ქულებისა და პასების აბსოლუტური უმრავლესობა საწყის ნახევარში მოაგროვა: 7 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი, 24 ქულით კიეველი ლეო ლაიონსი გახდა.

"ბუდიველნიკს" 26 მოგება აქვს და 4 გამარჯვებით
უსწრებს მდევარ "აზოვმაშს". ცინცაძის გუნდს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 13 მარტს ელის. ევროთასზე რუსულ "სპარტაკს" მიიღებს. პირველი შეხვედრა პეტერბურგელებმა 11 ქულის სხვაობით მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული