ვიქტორ სანკიძის "სიენა" ევროლიგაზე "ხიმკისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის ეგიდით რუსეთში "ხიმკისთან" ითამაშა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ". მესამე პერიოდში პოდმოსკოვიელებმა მეტად აგრესიული და ზუსტი თამაშით 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მეოთხე რაუნდში, მართალია მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს, მაგრამ გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვიათ - 78:71.

ვიქტორ სანიკიძეს ცენტრის ფუნქციების შესრულებაც უწევდა და პერიმეტრზეც ხშირად ადიოდა.

საბოლოოდ 17 წუთში 6-6 ქულა-მოხსნა მოაგროვა. ოთხი ქულა მან ჩატენვების შედეგად მიითვალა.

წაგების მიუხედავად "მონტეპასკი" მეოთხედფინალში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს. მას 7 გამარჯვება აქვს, მეხუთეადგილოსან "მაქაბის" - 5. ამ ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი გადის. ჯგუფური ტურნირის
დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული