ნიკა მეტრეველის "ომენა" დამატებით დროში დამარცხდა

AutoSharing Option
წარმატებულ სვლას ნიკა მეტრეველის "პაფონი ომენამ" მარცხიანი სერია მიაყოლა.

პაფონელებმა ბოლო 4 შეხვედრაში მესამე წაგება განიცადეს - ამჯერად მეტრეველის გუნდი სტუმრად "ლიომატი გრუპს" შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში, დამატებით დროში 60:63 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მეტრეველმა 9 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა, ხოლო 2 სამიანი კი ააცილა.

"პაფონი ომენას" 13 მოგების წილ 12 მარცხი აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

მომდევნო
შეხვედრას მეტრეველის გუნდი 23 მარტს შინ, "ფერარასთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული