გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" ევროთასის ნახევარფინალში გავიდა!

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკი" 73:56 დაამარცხა და ევროთასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

უკრაინელებს რუსეთში 11 ქულის სხვაობით ჰქონდათ წაგებული და შინ შედარებით დიდი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ.

"ბუდიველნიკმა" განსაკუთრებით ეფექტურად მეორე (24:9) და მეოთხე (19:7) ათწუთეულები ჩაატარა და საწადელსაც მიაღწია.

უკრაინელთა ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 17 წუთში 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტი ამერიკელმა მალკოლმ დილეინიმ ჩააგდო - 17 ქულა.

ნახევარფინალში "ბუდიველნიკი" ესპანურ, კერძოდ, ბასკურ "ბილბაოს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 19 ან 20 მარტს გაიმართება, მეორე
26 ან 27 მარტს (ზუსტი თარიღები მალე დადგინდება). მეორე ნახევარფინალური წყვილი რუსეთის "ყუბანმა" და ესპანეთის "ვალენსიამ" შეადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული