ჯეიკობ პულენი "ვირტუს ბოლონიაში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრი ჯეიკობ პულენი კარიერას სერია A-ს კლუბ "ვირტუს ბოლონიაში" გააგრძელებს.

14 მარტს ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა გამთამაშებელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

პულენისთვის იტალიაში თამაში უცხო არაა. 2011-12 წლების სეზონში ის სერია A-ს გუნდ "ბიელაში" გამოდიოდა და საშუალოდ 16 ქულას, 3,2 პასს და 1,8 ჩაჭრას აგროვებდა. მიმდინარე სეზონში კი პულენი ებრაულ "ჰაპოელში" საშუალოდ 12,6 ქულას და 4 პასს აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ "ვირტუს ბოლონიამ" შიდა პირველობაზე ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და ახლა 16-გუნდიან
სერია A-ში მე-13 ადგილზე იმყოფება.

1 კვირის წინ კლუბის პრეზიდენტმა ვოლტერ საბატინიმ მთავარი მწვრთნელი ალესანდრო ფინელი დაითხოვა და მის ნაცვლად ლუკა ბეკის უხმო.

პულენის დებიუტი ბოლონიურ კლუბში შესაძლოა მომავალ ტურში, 17 მარტს შედგეს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული