მანუჩარ მარკოიშვილმა "გალათასარაის" მერსინში 9 ქულა მიაშველა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს.

მორიგი ტურის მატჩში სტამბოლური გრანდი სტუმრად "მერსინს" შეხვდა და 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:68 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოედანზე 25,44 წუთი გაატარა და მთლიანობაში 9 ქულა მოაგროვა.

მარკოიშვილმა 3-დან 3 ორქულიანი და 3-დნ 1 სამიანი ჩააგდო. 9 ქულის გარდა მარკოიშვილს სხვა სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია.

19 ქულით სტამბოლელეთაგან საუკეთესო კარლოს აროიო გახდა, ხოლო გორგონ იამონტმა 15 ქულა მოინაგრა.

19 მოგებითა და 3 მარცხით "გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში, 25
მარტს, სტამბოლელები თანაქალაქელ "ბეშიქთაშს" შეერკინებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული